ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ ტექნიკას
გთავაზობთ მოქნილ, დროში გამოცდილ გადაწყვეტილებებს
IBT — Innovative Business Technology გთავაზობთ მაღალი ხარისხის POS სისტემებსა და სალარო მოწყობილობებს რესტორნებისა თუ სხვადასხვა ბიზნესისთვის.
ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება რესტორნების ავტომატიზაციის სფეროში გვაძლევს შესაძლებლობას, კარგად გვესმოდეს ბიზნესის რეალური საჭიროებები.
ამ გამოცდილების განმავლობაში, რეალურ სამუშაო გარემოში ვეცნობოდით და ვაფასებდით სხვადასხვა ტექნიკას. სწორედ ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით, დღეს მომხმარებელს ვთავაზობთ მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ხარისხისა და ეფექტურობის მაღალ სტანდარტებს.
ჩვენი პრიორიტეტია, მოგაწოდოთ ხარისხიანი ტექნიკა ხელმისაწვდომ ფასად და შევქმნათ ორმხრივ ნდობაზე დაფუძნებული ხანგრძლივი პარტნიორობა.

როგორ ვმუშაობთ
ოთხი წესი · 01—04ჯერ ვარკვევთ, მერე გთავაზობთ
დეტალურად ვსწავლობთ თქვენს ობიექტს, სამუშაო დატვირთვასა და პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა ზუსტად ის აპარატურა შეგირჩიოთ, რაც რეალურად გჭირდებათ.
წინასწარ ვტესტავთ
გაგზავნამდე თითოეულ მოწყობილობას ვამოწმებთ — როგორც ფიზიკურად, ისე პროგრამულად, რომ თქვენამდე სრულად გამართულმა პროდუქტმა მიაღწიოს.
მხოლოდ ახალი ტექნიკა
ვყიდით მხოლოდ ქარხნულად ახალ, პრაქტიკაში გამოცდილ მოდელებს, რომლებიც თქვენი ბიზნესის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.
პერსონალური მხარდაჭერა
ნებისმიერ კითხვაზე თუ გაურკვევლობაზე გპასუხობთ ის გუნდი, რომელიც კარგად იცნობს თქვენს აპარატურასა და ბიზნესის სპეციფიკას.
ბრენდები, რომლებსაც ვავრცელებთ
შერჩეულია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების მიხედვით — თითოეული ბრენდი გამოცდილია რეალურ სამუშაო პირობებში



