წესები და პირობები.
მიმწოდებელი (ჩვენ) — შპს „აიბითი“, ს/კ 439873175
მომსახურების მიღება
ჩვენი ვებ-გვერდით ან ტელეფონით ნებისმიერი საქონლის შეკვეთისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე წესებს და პირობებს. IBT.GE-ს ვებ-გვერდი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისთვის, ნებისმიერი ინტერნეტ-ბრაუზერიდან.
როგორ შევიძინო პროდუქცია?
პროდუქტის შესაძენად დაამატეთ სასურველი ნივთი კალათაში, შეავსეთ შესაბამისი ფორმა, აირჩიეთ უკუკავშირის სასურველი არხი (ზარი, WhatsApp, Viber ან ელფოსტა) და გააფორმეთ შეკვეთა. ამის შემდეგ მოხდება თქვენთან დაკავშირება დეტალების დასაზუსტებლად.
პროდუქციის მიწოდებისა და შეძენის შესახებ შეთანხმება წარმოებს თქვენსა და შპს „აიბითი“-ს შორის.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ ან შევცვალოთ მომსახურების პირობები.
ინტელექტუალური საკუთრება
ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია — ტექსტები, ფოტომასალა, ლოგოები, გრაფიკა თუ დიზაინი — წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონით. მათი უნებართვო კოპირება ან გავრცელება აკრძალულია.
კონფიდენციალურობა
ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ სრული დაცვით.
შპს „აიბითი“ სრულიად პასუხისმგებელია ვებგვერდის მომხმარებელთა და კლიენტთა პერსონალური მონაცემების სათანადო დამუშავებასა და დაცვაზე.
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
- იდენტიფიკაციის მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი (ფიზიკური პირებისთვის) ან კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი (იურიდიული პირებისთვის).
- საკონტაქტო მონაცემები: ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, მიწოდების ფაქტობრივი მისამართი.
- შეკვეთის დეტალები: შეძენილი პროდუქტები, ინვოისები და გადახდის ისტორია.
ჩვენ არ გადავცემთ მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია ჩვენგან გადაეცემა გადამზიდავს შენაძენის მიტანის მიზნით ან კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მომხმარებლის ვალდებულებები
ვებგვერდის გამოყენებისას თქვენ ვალდებული ხართ, არ დაარღვიოთ მოქმედი კანონმდებლობა და მიაწოდოთ ზუსტი, უტყუარი ინფორმაცია შეკვეთის გაფორმებისას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი).
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ პასუხს ვაგებთ მოწოდებული პროდუქციის ხარისხსა და საგარანტიო ვალდებულებებზე. კომპანია არ აგებს პასუხს მესამე მხარის მიერ მოწყობილობის არასწორი ექსპლუატაციის შედეგად გამოწვეულ დაზიანებებზე.
შეკვეთები, ფასები და გადახდა
ვებგვერდზე ყველა ფასი მოცემულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი, GEL) დღგ-ის ჩათვლით. შეკვეთის მიღების შემდეგ გადახდა ხორციელდება ონლაინ საბანკო ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორებით ინვოისის საფუძველზე.
გადახდის პირობები და თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკა
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფიზიკურ პირს/მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე პროდუქციის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში და მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება (გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა).
დაბრუნების აუცილებელი პირობები:
- პროდუქტი უნდა იყოს პირვანდელ სასაქონლო მდგომარეობაში;
- შენარჩუნებული უნდა იყოს ქარხნული შეფუთვა, სრული კომპლექტაცია, აქსესუარები, კაბელები, პასპორტი და დოკუმენტაცია;
- პროდუქტს არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დაზიანება ან ექსპლუატაციის კვალი.
ნივთის არქონის ან შეუსაბამობის შემთხვევაში: იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთილი ნივთი ფიზიკურად არ არის მარაგში, ან პროდუქტის მახასიათებლები არსებითად არ ემთხვევა საიტზე მითითებულ მონაცემებს, კომპანია უზრუნველყოფს შეკვეთის გაუქმებას და თანხის სრულად უკან დაბრუნებას.
თანხის დაბრუნების წესი და ვადა: თანხის უკან დაბრუნება ხორციელდება მომხმარებლის ოფიციალური მიმართვის/განცხადების საფუძველზე, იმავე საბანკო ანგარიშიდან, საიდანაც განხორციელდა ანგარიშსწორება. თანხის დაბრუნება მოხდება განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.
ტრანსპორტირების ხარჯები
თუ დაბრუნება გამოწვეულია ქარხნული წუნით ან ჩვენი შეცდომით (არასწორი მოდელი/კომპლექტაცია), ტრანსპორტირების ხარჯებს სრულად ფარავს კომპანია.
14-დღიანი უმიზეზო დაბრუნების შემთხვევაში, პროდუქტის დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯი ეკისრება მყიდველს.
იურიდიული პირები და B2B შეკვეთები
იურიდიული პირების (კომპანიების) მიერ შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ოფიციალური საგარანტიო პირობები და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ქარხნული წუნის აღმოჩენისას ხორციელდება მოწყობილობის შეკეთება ან შეცვლა საგარანტიო მომსახურების წესით.
შეკვეთის მიღება
- თბილისის მასშტაბით: უფასო.
- საქართველოს რეგიონებში: სტანდარტული მიწოდება: 15–20 ₾ (საბოლოო ფასი განისაზღვრება ლოკაციის, ნივთის წონისა და რაოდენობის მიხედვით).
თბილისი: შეკვეთა მუშავდება და ბარდება იმავე დღეს. 15:00 საათის შემდეგ მიღებული შეკვეთები თბილისის ფარგლებში მომხმარებელს მიეწოდება მომდევნო დღეს.
რეგიონები: მიწოდება ხორციელდება 1–2 სამუშაო დღეში რეგიონისა და ლოკაციის მიხედვით.
საკონტაქტო ინფორმაცია
მიწოდებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე დაგვიკავშირდით:
- ტელეფონი: 598 55 51 81
- ელფოსტა: [email protected]
- მისამართი: ქ. თბილისი, ვეფხისტყაოსნის ქ. 16 (0159)
მადლობა, რომ აირჩიეთ ჩვენი მომსახურება!
შპს „აიბითი“ ს/კ 439873175
